წრეზე სიარული - რუბინის კომენტარი კვარაცხელიას იუვენტუსში შესაძლო გადასვლის შესახებ
ყაზანის "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას ტურინის "იუვენტუსში" შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა:
"რუბინის არ მიუღია ოფიციალური წინადადება კვარაცხელიას გაყიდვის თაობაზე, არც იუვენტუსისგან და არც სხვა რომელიმე კლუბისგან.
ის თამაშობს ყაზანში და ჩვენი მიზანი ქართველი შემტევის შენარჩუნების საკითხში არ შეცვლილა", - განაცხადა რუსმა ფუნქციონერმა.
შეგახსენებთ, რომ იტალიურმა პრესამ "ბებერი ქალბატონის" სახელი რუსული გუნდის ლიდერს 26 აპრილს დაუკავშირა.
აპენინელები იმასაც წერდნენ, რომ "ბიანკონერი" 20-წლის ვინგერის სანაცვლოდ "წითელ-მწვანეებს" 20 მილიონ ევროს გადაუხდიდა.
ანდრეა პირლოს გუნდის გარდა, ლეონიდ სლუცკის შეგირდი დაუკავშირეს "ლიდს იუნაიტედს". სწორედ ამ ორ კლუბში გადასვლა ითვლება ყველაზე აქტუალურ თემად.
გამოკითხვა: სურთ თუ არა ლიდსის გულშემატკივრებს თავიანთ გუნდში კვარაცხელიას ხილვა?
მასზე უკეთესი იტალიელები გვყავს - იუვენტუსის ქომაგებს კვარაცხელიას ტრანსფერი არ სურთ