ავტორიზაცია

გამოკითხვა: სურთ თუ არა ლიდსის გულშემატკივრებს თავიანთ გუნდში კვარაცხელიას ხილვა?

გამოკითხვა: სურთ თუ არა ლიდსის გულშემატკივრებს თავიანთ გუნდში კვარაცხელიას ხილვა?
თარიღი 27 აპრ 2021, 12:25

Footballfancast-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "ლიდს იუნაიტედი" ხვიჩა კვარაცხელიათი აქტიურად ინტერესდება.

იგივე წყარო ატარებს გამოკითხვას იმასთან დაკავშირებით, სურთ თუ არა "თეთრების" გულშემატკივრებს თავიანთ გუნდში ქართველის ხილვა.

ხმა ამ დროისთვის მისცა 201-მა ადამიანმა - 154 (77%) მომხმარებელი ყაზანის "რუბინის" ლიდერის ტრანსფერის მომხრეა, 47 (23%) კი არა.

ხმის მიცემა შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს Footballfancast-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. შეგახსენებთ, უკანასკნელ პერიოდში 20-წლის შემტევის სახელი ტურინის "იუვენტუსსაც" დაუკავშირეს.

რუსული გუნდის 21-ე ნომრის კლაუსულა, ანუ გამოსასყიდი თანხა 20 მილიონ ევროს შეადგენს. აქვე დავამატებთ, რომ კვარას კონტრაქტი "წითელ-მწვანეებთან" 2024 წლამდე არის გათვლილი.

 

მასზე უკეთესი იტალიელები გვყავს - იუვენტუსის ქომაგებს კვარაცხელიას ტრანსფერი არ სურთ

"რეალს ვქომაგობ, თუმცა სხვა ოცნება მაქვს", - ხვიჩას ვრცელი და ძალიან საინტერესო ინტერვიუ