ავტორიზაცია

"ქინქლაძესა და კვარაცხელიას შორის უამრავ მსგავსებას ვხედავთ", - რუსული პრესის შედარება

"ქინქლაძესა და კვარაცხელიას შორის უამრავ მსგავსებას ვხედავთ", - რუსული პრესის შედარება
თარიღი 28 აპრ 2021, 11:42

ხვიჩა კვარაცხელიამ თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი საყვარელი თანამემამულე ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე არის.

ქართველი შემტევის სიტყვები მომენტალურად აიტაცა რუსულმა პრესამ და ორ "ჯვაროსანს" შორის ერთგვარი პარალელი გაავლო:

"ქინქლაძესა და კვარაცხელიას ბევრი რამ აქვთ საერთო. ორივე მათგანი არის კავშირში "რუბინთან", ერთმა დაამთავრა აქ, მეორემ კი ფაქტიურად დაიწყო.

ქართველი შემტევები ერთმანეთს ჰგვანან თამაშის სტილითაც - მართალია, პოზიცია განსხვავებულია, თუმცა მეთოდები მსგავსი.

გიორგი ბურთს იღებდა საკუთარ ნახევარზე, შემდეგ კი მაღალი სიჩქარით მიდიოდა მოწინააღმდეგის კარისკენ და გზად მცველებს თავბრუს ახვევდა.

ხვიჩაც აკეთებს იგივეს, უბრალოდ მისი თანამემამულე თუ შეტევას იწყებდა ცენტრიდან, ის ამ ყველაფერს მარცხენა ფლანგიდან ავითარებს".

შეგახსენებთ, რომ ყაზანელთა ლიდერის სახელი უკანასკნელ პერიოდში დაუკავშირეს ორ კლუბს - ტურინის "იუვენტუსსა" და "ლიდსს".

 

წრეზე სიარული - რუბინის კომენტარი კვარაცხელიას იუვენტუსში შესაძლო გადასვლის შესახებ

გამოკითხვა: სურთ თუ არა ლიდსის გულშემატკივრებს თავიანთ გუნდში კვარაცხელიას ხილვა?