ავტორიზაცია

მესი ხელფასის განახევრებაზე თანახმაა, თუმცა საკუთარი პირობებიც წამოაყენა — ლეო ბარსაში რჩება?

მესი ხელფასის განახევრებაზე თანახმაა, თუმცა საკუთარი პირობებიც წამოაყენა — ლეო ბარსაში რჩება?
თარიღი 29 Apr 2021, 20:14

"ბარსელონამ" თავდამსხმელ ლიონელ მესის აგენტთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დაიწყო, წერს კატალონიური ტელეარხი TV3.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა არგენტინელსი წარმომადგენელს უკვე შეხვდა და აცნობა, რომ 33 წლის სუპერვარსკვლავთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს.

ფუნქციონერმა მესის ხელფასთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლა სთხოვა.

ასე და ამგვარად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კაპიტანი მზად არის ხელფასი 50 პროცენტით შეიმციროს, თუ კლუბი 2-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს. 

აგრეთვე, ხელშეკრულებაში ჩაიდება პუნქტი, რომელიც სამომავლოდ MLS-ში გადასვლას და აშშ-ს კლუბის წარმომადგენლის როლს ითვალისწინებს.

ნეიმარს კვლავ მესისთან ერთად თამაში უნდა, მაგრამ სად — პსჟ-ში თუ ბარსელონაში?