ავტორიზაცია

"პსჟ-ს ყოველთვის უნდოდა მესის შეძენა, ერთხელ ხუმრობით მთხოვეს მისი დარწმუნება", - პარიზელთა ექს-ფეხბურთელი

"პსჟ-ს ყოველთვის უნდოდა მესის შეძენა, ერთხელ ხუმრობით მთხოვეს მისი დარწმუნება", - პარიზელთა ექს-ფეხბურთელი
თარიღი 29 Apr 2021, 21:03

"პსჟ"-ს ყოფილმა, ამჟამად კი "რომას" ნახევარმცველმა, ხავიერ პასტორემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას ფიქრობს პარიზელთა სურვილზე "ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესის შეძენის თაობაზე.

"პსჟ"-ს ყოველთვის უნდოდა მესის შეძენა, ყოველ წელს. იცოდნენ, რომ ამ ტრანსფერის განხორციელება და "ბარსელონადან" მისი გადმოყვანა რთული იქნებოდა".

"ერთხელ ხუმრობით მთხოვეს "პსჟ"-ში გადმოსვლაზე მესის დარწმუნება", - ციტირებს პასტორეს სიტყვებს AS.

ცნობისთვის, 33 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავთან მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება, მისი ხელში ჩაგდებით კი "მანჩესტერ სიტი" და "პსჟ" არიან დაინტერესებულები.

31 წლის ფეხბურთელი პარიზული კლუბის ღირსებას 2011 წლიდან 2018 წლამდე იცავდა.

მესი ხელფასის განახევრებაზე თანახმაა, თუმცა საკუთარი პირობებიც წამოაყენა — ლეო ბარსაში რჩება?