ავტორიზაცია

"ბათუმმა რა დაგიშავა?" - რას წერენ გულშემატკივრები ჯანოს თბილისში გადასვლაზე?

"ბათუმმა რა დაგიშავა?" - რას წერენ გულშემატკივრები ჯანოს თბილისში გადასვლაზე?
თარიღი 29 აპრ 2021, 22:18

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე კარიერას "დინამო თბილისში" გააგრძელებს.

ჯანოს ამ გადაწყვეტილებას გულშემატკივრებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

საქმე იმაშია, რომ ანანიძე რამდენიმე კვირა "დინამო ბათუმში" ვარჯიშობდა, ამ გუნდში გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა თბილისი არჩია.

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს, თუ რას წერენ გულშემატკივრები ამ ტრანსფერის შემდეგ.

"ეეჰ ჯანო ჯანო! ზღვისპირელ დინამომ რადაგიშავა? ბათუმში მინდოდა რო ყოფილიყავი, მაგრამ არაუშავს ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებებს გისურვებ!"

"წარმატებები.... მარა იქამდე ჯობდა არ ეთქვა მხოლოდ დინამო ბათუში ვითამაშებ თუ საქართველოში თამაში გადავწყვიტეო"

"ეგრეა - რუსეთიდან დროზე თუ არ წახვალ თბილისის დინამო გიხდება მერე სანატრელი!!! წარმატებები!"

"კარგი ბიჭია ჯანო, აქ ვუყუროთ ლაივში."

"მაგარი ამბავია! წარმატებები ჯანოს, იმედია ისევ დაუბრუნდება ნაკრებს!"

 

ოფიციალურად: ჯანო ანანიძე დინამო თბილისის ფეხბურთელია

"რეალი თუ არ დამირეკავს, დინამო ბათუმშიც სიამოვნებით დავრჩები", - ანანიძე