"თამაშის დაწყებიდან 20 წუთში მოედნიდან გასვლა მინდოდა", - ხაბი ალონსომ ბარსელონასთან 0:5 განადგურება გაიხსენა
"რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ხაბი ალონსომ "ბარსელონასთან" 2010 წელს განცდილი გამანადგურებელი მარცხი გაიხსენა - 0:5.
"ვიცოდით, რომ თუ ძალიან მეგობრულები ვიქნებოდით, "ბარსა" დაგვშლიდა. "კამპ ნოუს" ის საღამო, როცა 0:5 წავაგეთ, ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი იყო. თამაშის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ მოედნიდან გასვლა მინდოდა, შხაპის მიღება და სახლში წასვლა".
"ძალიან მტკივნეული მარცხი იყო, მაგრამ გამბედაობა და მოტივაცია შეგვმატა. ისეთი მეგობრულები აღარ ვიყავით, ამიტომაც მომდევნო სეზონში ისინი დავამარცხეთ", - ციტირებს ვეტერანი ესპანელის სიტყვებს Daily Mail.
ხაბი ალონსოს კარიერის განმავლობაში იმ ორივე მწვრთნელის ხელმძღვანელობის ქვეშ უმუშავია, რომლებიც იმ მატჩებში მადრიდულ და კატალონიურ გუნდებს ედგნენ სათავეში: ჟოზე მოურინიო და პეპ გვარდიოლა.
"ჩემი ბარსას ფეხბურთელები წყეული მკვლელები იყვნენ", - გვარდიოლამ 2012 წლის თასის ფინალი გაიხსენა