ავტორიზაცია

ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირმა პოზნანის ლეხთან გაახანგრძლივა

ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირმა პოზნანის ლეხთან გაახანგრძლივა
თარიღი 29 აპრ 2021, 23:18

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა პოზნანის ლეხთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა.

ამის შესახებ პოზნანელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება და წერენ, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება 2023 წლის ივნისის ჩათვლით იმოქმედებს.

"მოხარული ვარ ახალი ხელშეკრულების გაფორმებით, რადგან როცა აქ ჩამოვედი, თავიდანვე აღვნიშნე, რომ მინდა წარმომეჩინა ჩემი საუკეთესო თვისებები მოედანზე. ვფიქრობ, მოედანზე ვაჩვენე, რომ შემიძლია, ლეხისთვის სასარგებლო ფეხბურთელი ვიყო.

მიხარია, რომ მომდევნო 2 წელი ლეხ პოზნანთან ერთად ვიბრძოლებ წარმატებისთვის, რადგან მჯერა ამ გუნდის დიდი მიზნების და იმ კარგი საქმეების, რომლებიც წინ გველოდება," - განაცხადა ნიკა კვეკვესკირმა პოლონური გუნდის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას.

ნიკა კვეკვესკირი პოზნანის ლეხს 2021 წლის იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით ყაზახური ტობოლიდან შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის მაისურით 11-ჯერ ითამაშა. თავიდან ქართველი პოზნანელთა ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, თუმცა ახლა კლუბის შეუცვლელი წევრია.

დაძაბულობა დილაში: ირაკლი ბუღრიძე მთავარ მწვრთნელს დაუპირისპირდა

ანორთოსისმა ქეცბაიას გარეშე ივარჯიშა - ქართველი ექიმების მითითებას ასრულებს