ავტორიზაცია

"მისთვის საუკეთესო ვარიანტია", - სუარესმა მესის მომავალთან დაკავშირებით რჩევა მისცა

"მისთვის საუკეთესო ვარიანტია", - სუარესმა მესის მომავალთან დაკავშირებით რჩევა მისცა
თარიღი 29 აპრ 2021, 23:37

"ბარსელონას" ექს-თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, რომელიც ამჟამად "ატლეტიკოში" თამაშობს, კატალონიელთა ფორვარდ ლიონელ მესის მომავალზე ისაუბრა, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.

"თუ მესი მეგობრულ რჩევას მთხოვს, ვუპასუხებ, რომ მისი თავი მხოლოდ "ბარსაში" წარმომიდგენია. სხვა კლუბში გადასვლა სარგებელს არ მოუტანს, მაგრამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება".

"მისთვის საუკეთესო ვარიანტი კარიერის ბოლო სამი, ოთხი, ხუთი თუ ექვსი წლის იმ ადგილას ჩატარებაა, სადაც თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობდა".

"ბარსა" არის კლუბი, რომელმაც ლეოს ყველაფერი მისცა. ლეომაც ყველაფერი მისცა "ბარსელონას", რაც შეეძლო", - თქვა სუარესმა TV3-თან ინტერვიუში.

ამ სეზონში 33 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლა ლიგის 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 26 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი მიითვალა.


"პსჟ-ს ყოველთვის უნდოდა მესის შეძენა, ერთხელ ხუმრობით მთხოვეს მისი დარწმუნება", - პარიზელთა ექს-ფეხბურთელი