ავტორიზაცია

არავითარი ჯარიმები სუპერლიგიდან გასვლის გამო - პერესმა უკანასკნელი ბერკეტიც დაკარგა

არავითარი ჯარიმები სუპერლიგიდან გასვლის გამო - პერესმა უკანასკნელი ბერკეტიც დაკარგა
თარიღი 30 აპრ 2021, 11:51

New York Times-ის ინფორმაციით, სუპერლიგიდან გასული კლუბები არ გადაიხდიან ჯარიმებს, რადგან ეს კანონით გათვალისწინებული ქმედება არ იქნება.

დიახ, ჯარიმების დაკისრების პრინციპი არსებობდა რეალურად, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტურნირი რეალურად დაიწყებოდა და თითოეული კლუბი შეიტანდა თავის საწყის კაპიტალს.

არც ერთი და არც მეორე არ განხორციელდა, პროექტი დაინგრა გამოცხადებიდან 48 საათის შემდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული წესები იმ დროისთვის არ მოქმედებდა.

რაც შეეხება სუპერლიგის სპონსორს, JP Morgan-მა თავისი ხარჯები დაფარა თავისი ჯიბიდან, როგორც ეს წარუმატებელი გარიგების დადების შედეგად ხდება.

აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა New York Times-ის ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა, ტარიკ პანჟმა. როგორც ვხედავთ, ფლორენტინო პერესმა ბოლო ბერკეტიც დაკარგა.

სუპერლიგის ჩავარდნის შემდეგ, ფლორენტინო პერესი უეფას სასამართლოში უჩივის

ფლორენტინო პერესი: "სუპერლიგის წევრი კლუბები ტურნირიდან ვერ გავლენ"