საინტერესო ფაქტი: ბაიერნში, ნაგელსმანი თავისივე გუნდის კაპიტანზე ახალგაზრდა იქნება
1 ივლისიდან, „ბაიერნს“ ოფიციალურად ჩაიბარებს „ლაიპციგის“ ამჟამინდელი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი.
„ბაიერნში“ მისვლის პერიოდისთვის, ნაგელსმანი ჯერ კიდევ 33 წლის იქნება, რაც მწვრთნელისთვის ძალიან ახალგაზრდული ასაკია.
საინტერესოა, რომ „ბაიერნში“ ნაგელსმანი თავისივე გუნდის კაპიტანზე, მანუელ ნოიერზე ახალგაზრდა იქნება.
ლეგენდარული გოლკიპერი 1986 წლის მარტშია დაბადებული და 35 წელი უკვე შეუსრულდა, ნაგელსმანი კი 1987 წლის 23 ივლისს დაიბადა და 34 წელი რამდენიმე თვეში შეუსრულდება.
ბოლო დროს, ასეთი პრაქტიკა არც ისეთი იშვიათია - კერძოდ, „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი, ანდრეა პირლო, თავისივე გუნდის ვეტერან გოლკიპერზე, ჯანლუიჯი ბუფონზე ახალგაზრდაა.
„ლაიპციგამდე", ნაგელსმანი სათავეში „ჰოფენჰაიმს" ედგა და ამ ორ გუნდში თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა.
"ბაიერნს საუკეთესო მწვრთნელი სჭირდებოდა და ნაგელსმანის მოყვანით ეს გამოგვივიდა", - პრეზიდენტი