"ბაიერნს საუკეთესო მწვრთნელი სჭირდებოდა და ნაგელსმანის მოყვანით ეს გამოგვივიდა", - პრეზიდენტი
„ბაიერნის“ პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა, გუნდში იულიან ნაგელსმანის დანიშვნას გამოეხმაურა.
33 წლის სპეციალისტი მიუნხენურ გრანდს ოფიციალურად 1 ივლისიდან ჩაიბარებს. გავრცელებული ინფრომაციით, „ბაიერნმა“ „ლაიპციგს“ მასში 25 მილიონი ევრო გადაუხადა.
„ახალგაზრდობის მიუხედავად, ნაგელსმანს უკვე შთამბეჭდავი გამოცდილება აქვს და ევროპაში დიდი პატივისცემით სარგებლობს. ის წარმოშობით მიუნხენიდან არის და არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „ბაიერნი“ მისთვის ახლოა. მიხარია, რომ ყველაფერი ასე სწრაფად მოხდა.
არის თუ არა ნაგელსმანი იდეალური ვარიანტი შექმნილ ვითარებაში? „ბაიერნის“ მიერ გადახდილი თანხის გათვალისწინებით, შეიძლება სწორედ ასეთი შთაბეჭდილება შეგექმნას.
„ბაიერნი“ - ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მას საუკეთესო მწვრთნელი სჭირდება. ნაგელსმანის დამატებით, ეს გამოგვივიდა.
მიუხედავად იმისა, რომ რომ „ბაიერნი“ პანდემიის პერიოდში ხარჯების შემცირებას ცდილობს, ნაგელსმანში გადახდილი კონპენსაცია რეკორდული გამოდგა.
„ჩვენ ლაიპციგთან“ მოგვიწია შეთანხმების მიღწევა, იმიტომ რომ ნაგელსმანი მათთან კონტრაქტით იყო დაკავშირებული. ნუ უჯერებთ ჭორებს საკომპენსაციო თანხასთან დაკავშირებით.“ - აღნიშნა ჰაინერმა.
ოფიციალურად: ლაიფციგმა ნაგელსმანის შემცვლელი დაასახელა
ლევანდოვსკი ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნაგელსმანის დანიშვნას გამოეხმაურა