ავტორიზაცია

ოფიციალურად: ლაიფციგმა ნაგელსმანის შემცვლელი დაასახელა

ოფიციალურად: ლაიფციგმა ნაგელსმანის შემცვლელი დაასახელა
თარიღი 29 Apr 2021, 12:36

"ლაიფციგმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი მომავალი სეზონიდან ჯესი მარში იქნება.

ამერიკელი დამრიგებელი, რომელიც 2019 წლიდან მუშაობს "რედ ბულ ზალცბურგში" და როგორც ვხედავთ, მალე მას ახალი სამსახური ექნება.

ცნობისთვის, ავსტრიელების თავკაცს "რასენბალშპორტში" მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს - 2018-2019 წლის სეზონში ის მწვრთნელის ასისტენტი იყო.

ამის გარდა, იანკი მუშაობდა "ნიუ-იორკ რედ ბულსში", "მონრეალ იმპაქტსა" და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ნაკრებში, ისევ და ისევ თანაშემწედ.

47-წლის დამრიგებელს მოგებული აქვს ავსტრიის ბუნდესლიგა და ავსტრიის თასი. წარმატებები ვუსურვოთ ამერიკელ თავკაცს საქსონელებში.

 

ლევანდოვსკი ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნაგელსმანის დანიშვნას გამოეხმაურა

"დამძიმებული გულით მივდივარ", - ნაგელსმანის პირველი განცხადება ლაიფციგიდან წასვლის შემდეგ