ავტორიზაცია

ტოტენჰემიდან გაშვების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ ახალი სამსახური უკვე იპოვნა

ტოტენჰემიდან გაშვების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ ახალი სამსახური უკვე იპოვნა
თარიღი 30 Apr 2021, 15:31

„ტოტენჰემის“, „რეალის“, „ინტერის“ და სხვა კლუბების ყოფილი მწვრთნელი უსაქმოდ არ დარჩება.

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ „ტოტენჰემმა“ ჟოზე მოურინიო მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა, თუმცა ახალი სამსახურის მოძიება პორტუგალიელს დიდად არ გასჭირვებია.

როგორც ირკვევა, 58 წლის სპეციალისტი ბრიტანულ სპორტულ რადიოტალღა TalkSport-ზე, ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას იმუშავებს.

მოურინიო მოახლოვებულ ევროპის პირველობაზე ექსპერტის სტატუსით წარსდგება ინგლისის ნაკრების ჯგუფურ ეტაპზე გასამართ ყველა მატჩზე და ასევე პლეი-ოფის დაპირისპირებებზე, მათ შორის - ფინალზეც.

ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად დაიწყებს 11 ივნისს და 11 ივლისამდე გაგრძელდება.

ტოტენჰემის ფეხბურთელის გამო, მანჩესტერმა თავისი გუნდის 6 გულშემატკივარი მკაცრად დასაჯა