ავტორიზაცია

პირლოს იუვენტუსიდან წასვლა გადაწყვეტილია — ტურინში მისი პოტენციური შემცვლელი შეამჩნიეს!

პირლოს იუვენტუსიდან წასვლა გადაწყვეტილია — ტურინში მისი პოტენციური შემცვლელი შეამჩნიეს!
თარიღი 30 აპრ 2021, 21:10

"იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელს, ანდრეა პირლოს ძალიან მალე გაათავისუფლებენ, წერენ იტალიურ პრესაში.

როგორც ცნობილი გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, ტურინში მასიმილიანო ალეგრი შეამჩნიეს. სავარაუდოდ, 53 წლის სპეციალისტი "იუვეში" დაბრუნდება.

ალეგრის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი იმ შემთხვევაშიც კი არ შეიცვლება, თუ პირლო სერია ა-ს მიმდინარე გათამაშების შედეგების მიხედვით გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანს.

33 ტურის შემდეგ, "ბიანკონერი" იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 66 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

ალეგრიმ ტურინულ გრანდში 2014 წლიდან 2019 წლამდე იმუშავა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი იტალიის ჩემპიონი 5-ჯერ გახდა, ოთხჯერ მოიგო იტალიის თასი და ორჯერ - იტალიის სუპერთასი.

თავის მხრივ, პირლო "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელად 2020 წლის 30 ივლისს დაინიშნა.

"ცოტა ხნის წინ, შემდეგი შეტყობინება მომივიდა: "მამაშენთან ერთად უნდა მოკვდე", - პირლოს შვილს მუდმივად ემუქრებიან