"კონტრაქტის თაობაზე მე არა, თავად კილიანს ჰკითხეთ", - პოჩეტინოს მორიგი განცხადება მბაპეს მომავალზე
"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ პარიზულ კლუბში თავდამსხმელ კილიან მბაპეს მომავალზე მორიგი განცხადება გააკეთა.
"კონტრაქტის თაობაზე კილიანს კითხეთ და არა მე. კიდევ ერთი წელი აქვს, ვთქვი, რომ მე და "პსჟ" ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა მრავალი წელი დარჩეს".
"კილიანი ჩვენთან ბედნიერია", - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავისადმი სერიოზულ ინტერესს იჩენს მადრიდის "რეალი" და ტრანსფერის გაჩარხვას ზაფხულში ეცდება.
მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს მაისურით 43 მატჩი ჩაატარა, 37 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, კილიანის სატრანსფერო ღირებულება 160 მილიონ ევროს შეადგენს.
პოჩეტინო: "მბაპე ინგლისის შესახებ ხშირად მეკითხება, ინგლისური და ესპანურიც იცის"