"17 წლის არის, მაგრამ ისე თამაშობს, როგორც 30 წლის ფეხბურთელი", - ხავიმ ბარსელონას ტალანტი შეაქო
"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა, ხავიმ 17 წლის გავი შეაქო, რომელსაც კატალონიურ გრანდში დებიუტი ამ სეზონში ჰქონდა.
"ძალიან ნიჭიერი ბიჭია. ყველაზე მეტად ის მაკვირვებს, რომ მხოლოდ 17 წლისაა და უკვე 30 წლის ფეხბურთელივით თამაშობს".
"ეს იმით გამოიხატება, თუ როგორ თამაშობს და როგორ გამოიყურება გავი მოედანზე, აგრეთვე რა ტექნიკისა და ოსტატობის პატრონია", - ციტირებს ხავის სიტყვებს ესპანური მედია.
მიმდინარე სეზონში გავიმ "ბარსას" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.
შეგახსენებთ, თავად 41 წლის ესპანელი სპეციალისტი ამჟამად ყატარულ "ალ სადს" წვრთნის.