ავტორიზაცია

ფასი ცნობილია - მესის ბუცები, რომლითაც მან პელეს რეკორდი დაამხო, აუქციონზე გაყიდეს

ფასი ცნობილია - მესის ბუცები, რომლითაც მან პელეს რეკორდი დაამხო, აუქციონზე გაყიდეს
თარიღი 30 Apr 2021, 23:11

"ბარსელონას" თავდამსხმელის, ლიონელ მესის ბუცები, რომლითაც მან ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით ლეგენდარული ბრაზილიელის, პელეს რეკორდი დაამხო, Christie’s-ის აუქციონზე 144 ათას ევროდ გაიყიდა.

მიღებული თანხა ბარსელონაში მდებარე Vall d’Hebron-ის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაირიცხება, იუწყება აუქციონის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, 33 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა გამორჩეული სტატისტიკური მიღწევა ლა ლიგის მე-15 ტურში "ვალიადოლიდთან" (3:0) გამართულ მატჩში დააფიქსირა. ლეომ აღნიშნული შეხვედრის 65-ე წუთზე გაიტანა და ერთ გუნდში გატანილი ბურთებით პელეს რეკორდი გააუმჯობესა. ბრაზილიელის აქტივში "სანტოსის" მაისურით გატანილი 643 გოლია.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მარტში მესიმ პელეს კიდევ ერთი რეკორდი გაიმეორა - ერთ ჩემპიონატში გატანილი ბურთების რაოდენობით.

მესიმ ბუცები, რომლითაც პელეს რეკორდი დაამხო, კატალონიის მუზეუმს გადასცა