"მბაპეს და ჰოლანდის ერთ გუნდში მოხვედრა არარეალური სულაც არ არის", - რაიოლა
ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა, მინო რაიოლამ კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"მბაპესა და ჰოლანდის სახელს უკავშირებენ რეალს და მინდა ავღნიშნო, რომ თუ კლუბს აქვს ფული, ორივეს ერთ გუნდში მოხვედრა არარეალური სულაც არ არის.
არ ვამბობ იმას, რომ ფრანგი და ნორვეგიელი თავდამსხმელები აუცილებლად მოხვდებიან მადრიდიში, უბრალოდ სხვებზე აქტიურად სწორედ ამ გუნდის შესახებ იწერება.
მათი მომავალი არ არის ერთმანეთზე დამოკიდებული, რადგან კილიანი და ერლინგი კარგად არიან ცალ-ცალკეც, თუმცა არც ერთად იქნებიან ცუდად".
შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდს მოქმედი კონტრაქტი ეწურება 2022 წელს, დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევის კლაუსულა კი იმ დროისთვის 75 მილიონი იქნება.
"კონტრაქტის თაობაზე მე არა, თავად კილიანს ჰკითხეთ", - პოჩეტინოს მორიგი განცხადება მბაპეს მომავალზე
პერესი: "სუპერლიგის გარეშე, მბაპესა და ჰოლანდის დონის ტრანსფერების გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია"