რამდენი დაუჯდება რეალს მარსელოს ლონდონში სპეც-რეისით ჩაყვანა?
მადრიდის „რეალს“ მარსელოს ლონდონში ჩაყვანა სპეც-რეისით მოუწევს.
AS-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი შემთხვევითი პრინციპით ამოირჩიეს მოქალაქედ, რომელიც 4 მაისს, მადრიდში გასამართ არჩევნებს დამკვირვებლის სტატუსით უნდა დაესწროს. ამის გამო, მარსელო გუნდს ლონდონში, „ჩელსისთან“ მატჩზე ვერ მიყვება, რომელიც 5 მაისს „სტემფორდ ბრიჯზე“ უნდა შედგეს.
თუმცა, გუშინდელ პრესკონფერენციაზე ზინედინ ზიდანმა დასძინა, რომ ბრაზილიელი მცველი თავის მოქალაქეობრივ მოვალეობასაც შეასრულებს და „ჩელსისთან“ მატჩშიც მიიღებს მონაწილეობას. როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მარსელო ლონდონში სპეც-რეისით ჩავა.
შესაბამისად, მარსელოს ლონდონში ჩაყვანა მადრიდულ კლუბს დამატებითად 20 ათასი ევრო დაუჯდება, რითაც ხელმძღვანელობა ძალიან უკმაყოფილოა.
შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში „რეალი“ და „ჩელსი“ ფრეს, 1:1 დასჯერდნენ, საპასუხო შეხვედრაში მადრიდულ კლუბს მინიმუმ ერთი გოლი ექნება გასატანი.
"მბაპეს და ჰოლანდის ერთ გუნდში მოხვედრა არარეალური სულაც არ არის", - რაიოლა