ავტორიზაცია

ხელფასი ნაკლებად მნიშვნელოვანია - რაზე ვერ თანხმდებიან რამოსი და რეალი იანვრის შემდეგ?

ხელფასი ნაკლებად მნიშვნელოვანია - რაზე ვერ თანხმდებიან რამოსი და რეალი იანვრის შემდეგ?
თარიღი 01 May 2021, 17:43

მადრიდის „რეალსა“ და გუნდის კაპიტანს, სერხიო რამოსს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.

Marca წერს, რომ ამ საკითხში სიტუაცია იანვრის შემდეგ არ იცვლება. ესპანელს სურს, კონტრაქტი 2 წლით მიიღოს და მისთვის ხელფასის საკითხი ნაკლებად მნიშვნელოვანია. რამოსი ფიქრობს, რომ თავისი ასპარეზობით „რეალისგან“ 2-წლიანი კონტრაქტი დაიმსახურა.

ხელმძღვანელობა კი მას მხოლოდ ერთწლიან ხელშეკრულებას სთავაზობს და შეთავაზებული პირობების შეცვლას არ განიხილავს - გუნდში მოქმედებს წესი, რომელიც 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებთან კონტრაქტის მხოლოდ ერთი წლით გახანგრძლივებას ითვალისწინებს. სწორედ ამ წესის გამო დატოვა გუნდი 2017 წელს პეპემ.

რამოსის გარდა, „რეალი“ გუნდის ორ ცენტრალურ მცველთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს - ვარანთან და ნაჩოსთან. ორივეს გუნდთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

ფრანგთან მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს, თუ ფრანგი გუნდს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს იტყვის, მას ტრანსფერზე დააყენებენ. ნაჩოს შემთხვევა მარტივია - მას „რეალში“ დარჩენა უნდა.

რამდენი დაუჯდება რეალს მარსელოს ლონდონში სპეც-რეისით ჩაყვანა?