ავტორიზაცია

დანი ალვეში: "ერთხელ, მესიმ მითხრა ის, რაც ახლა მე გავახსენე"

დანი ალვეში: "ერთხელ, მესიმ მითხრა ის, რაც ახლა მე გავახსენე"
თარიღი 01 May 2021, 17:48

„სან-პაულუს“ მცველმა, დანი ალვეშმა, რომელიც ადრე „ბარსელონაში“ თამაშობდა, გუნდიდან ლეო მესის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

„მესის რამდენჯერმე ველაპარაკე და ავუხსენი, რომ ის „ბარსელონაში“ თამაშისთვის არის დაბადებული, „ბარსა“ კი იმიტომ დაარსდა, რომ მისი კლუბი გამხდარიყო.

ადრე ის მაძლევდა რჩევებს და ახლა შემიძლია, მეც იგივე გავაკეთო. ერთხელ, მან მითხრა, რომ „ბარსაში“ დავრჩე, რადგან უკეთესი ადგილი არ არსებობს. მან მკითხა: „სად იქნები უფრო ბედნიერი?“, მაშინ, მას მოვუსმინე და დავრჩი.

ახლა კი, მას ამ საუბრის შესახებ გავახსენე, რადგან ჩემმა მეგობარმა მაშინ მითხრა, რომ „ბარსელონა“ - საუკეთესო ადგილია. მას ჩემთვის ჯერ პასუხი არ გაუცია, მაგრამ ადამიანი მხოლოდ „ბარსადან“ წასვლის შემდეგ ხვდები, რამდენად კარგია იქ ყოფნა. ყველა ფეხბურთელი, ვინც ეს გუნდი დატოვა - საბოლოო ჯამში ამ გადაწყვეტილებას ნანობს, განურჩევლად იმისა, თუ რის გამო მოხდა ეს.“ - აღნიშნა ალვეშმა.

მესის „ბარსასთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ჯერჯერობით, მას გუნდში დარჩენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ოფიციალურად არ მიუღია.

ხელფასი ნაკლებად მნიშვნელოვანია - რაზე ვერ თანხმდებიან რამოსი და რეალი იანვრის შემდეგ?