ავტორიზაცია

ტიაგო ალკანტარა: "ბარსელონა ჩემთვის უფრო ცხოვრების სკოლა იყო, ვიდრე ფეხბურთის"

ტიაგო ალკანტარა: "ბარსელონა ჩემთვის უფრო ცხოვრების სკოლა იყო, ვიდრე ფეხბურთის"
თარიღი 01 მაი 2021, 23:24

"ლივერპულის" ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა, აგრეთვე იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტა მერსისაიდულ კლუბში გადასვლა.

"ბარსელონა" ჩემთვის უფრო ცხოვრების სკოლა იყო, ვიდრე ფეხბურთის. საქმე იმაშია, რომ კატალონიურ კლუბში ბავშვობიდან მეტოქეების, თანაგუნდელების, მწვრთნელების და გარშემომყოფების პატივისცემას გვასწავლიდნენ".

"რაც შეეხება "ლივერპულში" გადასვლას, ახალი გამოწვევები მჭირდებოდა. საინტერესო იყო საკუთარი ძალების ახალ ჩემპიონატში, ახალ კლუბში მოსინჯვა. მსურდა უმაღლეს დონეზე გამეგრძელებინა თამაში, რათა ტიტულების მოგების შესაძლებლობა მქონოდა. სწორედ ამან მიბიძგა "ლივერპულში" გადასვლისკენ. აგრეთვე, ძალიან მინდოდა იურგენ კლოპთან მემუშავა", - ციტირებს ტიაგოს სიტყვებს DAZN.

ცნობისთვის, 30 წლის ესპანელი ფეხბურთელი "ბარსელონას" პირველ გუნდში 2009 წლიდან 2013 წლამდე ირიცხებოდა, რის შემდეგაც მიუნხენის "ბაიერნში" გადაბარგდა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ტიაგო ალკანტარას სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს.

"ვამაყობ, რომ მათთან მიმუშავია", - ტიაგომ თანამედროვეობის ორი საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა