ავტორიზაცია

"ვამაყობ, რომ მათთან მიმუშავია", - ტიაგომ თანამედროვეობის ორი საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

"ვამაყობ, რომ მათთან მიმუშავია", - ტიაგომ თანამედროვეობის ორი საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
თარიღი 13 აპრ 2021, 14:28

"ლივერპულის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ თანამედროვეობის ორი საუკეთესო მთავარი მწვრთნელი გამოარჩია:

"გვარდიოლა და კლოპი - თანამედროვეობის ორი საუკეთესო მწვრთნელი. ვამაყობ, რომ კარიერის განმავლობაში მათთან ერთად მიმუშავია.

რა გამოარჩევს პეპსა და გერმანელ სპეციალისტს დანარჩენებისგან? ისინი თავიანთ შეგირდებთან ამყარებენ იდეალურ კონტაქტს.

ფეხბურთელებს ძალიან მარტივად ესმით ხოსეპისა და იურგენის რჩევები და მოთხოვნები. ამის გარდა, გუნდში მუდამ ურთიერთპატივისცემა სუფევს".

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფლეიმეიქერი "მანჩესტერ სიტის" ამჟამინდელ მწვრთნელთან თავის დროზე "ბარსელონასა" და მიუნხენის "ბაიერნში" მუშაობდა.

"რეკორდმაისტერის" დატოვების შემდეგ, "ბლაუგრანას" აღზრდილმა მიაშურა მერსისაიდს, სადაც მისი დამრიგებელი სწორედ ალემანია.

ტიაგო ამ სეზონში ლივერპულის წარუმატებელ სერიას ეხმაურება

"ტიაგო დღემდე მაიგნორებს", - რიშარლისონი