რა უპასუხა დონარუმამ გულშემატკივრებს, რომლებმაც მას ულტიმატუმი წაუყენეს?

როგორც დღეს გითხარით, „მილანი“ – „ბენევენტოს“ მატჩის დაწყების წინ, მილანური გუნდის ქომაგები ბაზაზე მივიდნენ და ჯანლუიჯი დონარუმას ულტიმატუმი წაუყენეს.
გულშემატკივართა მოთხოვნაა, რომ იტალიელმა გოლკიპერმა გუნდთან კონტრაქტი უახლოეს პერიოდში გააფორმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 9 მაისს, „იუვენტუსთან“ მატჩში მონაწილეობა არ მიიღოს, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, დონარუმა მოლაპარაკებებს სწორედ ტურინულ გრანდთან აწარმოებს.
Corriere della Sera-ს ინფორმაციით, მეკარემ ქომაგებს უთხრა, რომ ჯერჯერობით, არავისთან არაფერი აქვს გაფორმებული და შეხვედრა აცრემლებულმა დატოვა.
როგორც ირკვევა, „მილანი“ და დონარუმა ხელფასის საკითხში ვერ თანხმდებიან - კლუბი მას წლიურად 7.5 მილიონ ევროს და 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, ფეხბურთელის აგენტი კი მისთვის წლიურად 10 მილიონ ევროს და 1-2-წლიან კონტრაქტს ითხოვს.
გაახანგრძლივე კონტრაქტი, ან არ ითამაშო იუვესთან - ფანებმა დონარუმას კატეგორიული მოთხოვნა წაუყენეს