ავტორიზაცია

რამდენი გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენის ტურნირის მოგებით?

რამდენი გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენის ტურნირის მოგებით?
თარიღი 02 May 2021, 17:53

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენის 250-იანი ტურნირი მოიგო და სეზონის მეორე ტიტულს დაეუფლა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა გერმანელი მოწინააღმდეგე, იან-ლენარდ შტრუფი დაამარცხა და ამ ჩოგბურთელთან ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გაათანაბრა - 4:4.

ფინალური მატჩი ბასილაშვილმა ორ სეტში - 6:4 7:6(5) მოიგო, ერთ საათსა და 28 წუთში. აღსანიშნავია, რომ მთელ ტურნირზე ნიკამ არცერთი სეტი არ დათმო.

ამ ტურნირის მოგებით ნიკოლოზი ერთეულთა თანრიგის რეიტინგში 250 ქულა ჩაიწერს და ფულადი პრიზის სახით 21.655 ათას ევროს მოიპოვებს.

შედარებისთვის, მისი მეტოქე, შტრუფი, ფინალისტობით მხოლოდ 150 სარეიტინგო ქულასა და 16.000 ევროს დასჯერდება.
 

არიისს! ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეზონის მეორე ტიტული მოიგო, თანაც სეტწაუგებლად