ავტორიზაცია

"გერმანიასა და საფრანგეთში არასოდეს ვიმუშავებ", - მოურინიომ მიზეზი განმარტა

"გერმანიასა და საფრანგეთში არასოდეს ვიმუშავებ", - მოურინიომ მიზეზი განმარტა
თარიღი 02 May 2021, 21:42

"ტოტენჰემის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ საფრანგეთისა და გერმანიის ჩემპიონატებში მუშაობას არ აპირებს.

"გერმანიაში და საფრანგეთში შენი ბედი წინასწარ არის განსაზღვრული, თუ "ბაიერნში" ან "პსჟ"-ში გადახვალ", - აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

"ინგლისში კონკურენცია უმაღლეს დონეზეა, სწორედ ეს მიზიდავს. საქმე ზეწოლაშია, რაც მსურს. ყოველთვის ზეწოლა მირჩევნია".

"უარს ვაცხადებ იმ ჩემპიონატში წასვლაზე, სადაც ზეწოლა არ არის", - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Daily Mail.

"ტოტენჰემმა" 58 წლის სპეციალისტის გათავისუფლება 19 აპრილს დაადასტურა. მოურინიო ინგლისურ გუნდში 2019 წლის ნოემბრიდან მუშაობდა.

"ნაადრევი იქნება", - მოურინიო მუშაობას მომავალ სეზონშიც არ დაუბრუნდება?