ავტორიზაცია

"ნაადრევი იქნება", - მოურინიო მუშაობას მომავალ სეზონშიც არ დაუბრუნდება?

"ნაადრევი იქნება", - მოურინიო მუშაობას მომავალ სეზონშიც არ დაუბრუნდება?
თარიღი 01 May 2021, 16:36

ლონდონის „ტოტენჰემიდან“ გათავისუფლებულმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნებაზე ისაუბრა.

„ახლა, არანაირი გეგმები არ მაქვს. ვაგრძელებ ჩვეული ცხოვრებით ცხოვრებას და მშვიდად ვარ, ახლა შვებულებაში ვიმყოფები.

უფრო მეტი დრო მაქვს, რათა შეცდომებზე ვიმუშავო და ბოლო შედეგების ანალიზი ჩავატარო. დავიცდი იქამდე, სანამ ფეხბურთში დავბრუნდები. დაველოდები კლუბს, რომელიც კულტურით შემესაბამება. ალბათ, შემდეგ სეზონში დაბრუნება ნაადრევი იქნება, ვნახოთ.“ - აღნიშნა 58 წლის სპეციალისტმა.

„ტოტენჰემმა" მოურინიო გუნდიდან 19 აპრილს დაითხოვა ისე, რომ 25 აპრილს გასამართ სათასო ფინალში მონაწილეობაც კი არ აცალა - მის ნაცვლად, გუნდი დროებით 29 წლის რაიან მეისონმა ჩაიბარა, რომელიც ინგლისის ლიგის თასის ფინალში „სიტისთან" 0:1 დამარცხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, „ტოტემჰემს" მოურინიოსთან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტა 30 მილიონი ევრო დაუჯდა.

ტოტენჰემიდან გაშვების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ ახალი სამსახური უკვე იპოვნა

ფოტო: მოურინიომ ჩვეულ სტილში ჯერარდი დატროლა