ავტორიზაცია

ფოტო: მოურინიომ ჩვეულ სტილში ჯერარდი დატროლა

ფოტო: მოურინიომ ჩვეულ სტილში ჯერარდი დატროლა
თარიღი 28 Apr 2021, 12:50

ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ჩვეულ სტილში დატროლა "ლივერპულის" ექს-კაპიტანი, სტივენ ჯერარდი.

საუბარია 2014 წლის 27 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც მერსისაიდელები "არისტოკრატებთან" ანაგრიშით 0:2 დამარცხდნენ.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ატვირთა თავისი და ყოფილი ინგლისელი ცენტრალური ნახევარმცველის ფოტო, წარწერით: "ბურთის ფლობა".

რას გულისხმობდა კონკრეტულად "ლურჯების" ყოფილი ტაქტიკოსი უცნობია, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მან "სქაუზერების" ექს-ლიდერს ის ცნობილი მოცურება შეახსენა.

სწორედ აღნიშნულ შეხვედრაში მოსრიალდა "ენფილდელთა" რვიანი, რის შემდეგაც ბურთი მიიღო დემბა ბამ, რომელმაც თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

პრემიერ ლიგას პრაქტიკულად მთელი სეზონის მიმდინარეობისას ლიდერობდა ბრენდან როჯერსის გუნდი, თუმცა საბოლოოდ ჩემპიონი "მანჩესტერ სიტი" გახდა.

 

ვინ შეცვლის მოურინიოს? - ტოტენჰემი 4 სპეციალისტის კანდიდატურას განიხილავს

ჯერარდი: "მიკვირს, როგორ არ გამოიძახა საუთგეიტმა ინგლისის საუკეთესო მარჯვენა მცველი"