ავტორიზაცია

ბასილაშვილმა კარიერის რეკორდი დაამყარა

ბასილაშვილმა კარიერის რეკორდი დაამყარა
თარიღი 03 მაი 2021, 00:15

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენის 250-იანი ტურნირი მოიგო.

გარდა ამ ტურნირის მოგებისა, მან თავისი კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

კერძოდ, ბასილამ ისტორიაში პირველად ტურნირი ისე მოიგო, რომ სეტიც კი არ წაუგია. არადა, რამდენიმე თვის წინ ის ტურნირებიდან ისე ვარდებოდა, რომ სეტსაც ვერ იგებდა.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის ტურნირთან ერთად ქართველს უკვე 5 ტურნირი აქვს მოგებული.

5 ტურნირი, რომელიც ბასილაშვილს კარიერაში აქვს მოგებული

"კორტზეც როგორი მოძალადეა" - ზივზივაძე ბასილაშვილის ჩემპიონობაზე