ავტორიზაცია

რა სიტუაციაა ლა ლიგის ბომბარდირთა რბოლაში მესის დუბლის შემდეგ?

რა სიტუაციაა ლა ლიგის ბომბარდირთა რბოლაში მესის დუბლის შემდეგ?
თარიღი 03 May 2021, 10:19

როგორც მოგეხსენებათ, "ვალენსიასა" და "ბარსელონას" შეხვედრაში სტუმართა ლიდერმა, ლიონელ მესიმ დუბლის გაფორმება მოახერხა.

ლა ლიგაში ჩატარებული 34 ტურის შემდეგ, არგენტინელ შემტევს დაუგროვდა 28 გოლი და ის უახლოეს მდევარს, კარიმ ბენზემას 7 გოლით უსწრებს.

სამეულს ხურავს ხერარდ მორენო, შემდეგ კი მოდიან ლუის სუარესი და იუსეფ ენ-ნესირი. სრული ცხრილი ასე გამოიყურება:

ლიონელ მესი - 28 გოლი

კარიმ ბენზემა - 21 გოლი

ხერარდ მორენო - 20 გოლი

ლუის სუარესი - 19 გოლი

იუსენ ენ-ნესირი - 17 გოლი

ალექსანდერ ისაკი - 14 გოლი

იაგო ასპასი - 13 გოლი

VIDEO: მომენტი, როცა პენალტზე კარგად ჯარიმას ასრულებ - მესის გოლი ვალენსიას კარში

დანი ალვეში: "ერთხელ, მესიმ მითხრა ის, რაც ახლა მე გავახსენე"