ავტორიზაცია

საიუბილეო გასროლა - რამდენი ჯარიმა აქვს გატანილი მესის ბარსელონას მაისურით?

საიუბილეო გასროლა - რამდენი ჯარიმა აქვს გატანილი მესის ბარსელონას მაისურით?
თარიღი 03 May 2021, 10:46

როგორც მოგეხსენებათ, ლიონელ მესიმ "ვალენსიას" შეუსრულა დუბლი და ერთ-ერთი ბურთი მან საჯარიმო დარტყმით გაიტანა.

საინტერესო ფაქტი - არგენტინელმა შემტევმა კატალონიელთა მაისურით ყველა ტურნირის ჩათვლით გაიტანა საიუბილეო, რიგით 50-ე ჯარიმა.

ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტულად "ღამურების" კარი ლეომ ჯარიმით თავის შთამბეჭდავ კარიერაში პირველად აიღო.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკელი თავდამსხმელი "ბლაუგრანას" მთავარ გუნდში ირიცხება 2004 წლიდან და ამ დროის მანძილზე მან 775 მატჩში 670 გოლი გაიტანა.

აქვე დავამატებთ, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში "ლურჯ-ბროწეულისფრების" კაპიტანი 28 გოლით საუკეთესო ბომბარდირია.

რა სიტუაციაა ლა ლიგის ბომბარდირთა რბოლაში მესის დუბლის შემდეგ?

VIDEO: მომენტი, როცა პენალტზე კარგად ჯარიმას ასრულებ - მესის გოლი ვალენსიას კარში