ავტორიზაცია

"მანჩესტერმა და ლივერპულმა პრემიერ ლიგიდან მოღალატეებივით გაქცევა მოინდომეს", - ნევილი

"მანჩესტერმა და ლივერპულმა პრემიერ ლიგიდან მოღალატეებივით გაქცევა მოინდომეს", - ნევილი
თარიღი 03 May 2021, 12:22

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა მწვავედ გააკრიტიკა თავისი მშობლიური კლუბი და "ლივერპული".

"მესმის, თუ რის წინააღმდეგ მიდიან კლუბის გულშემატკივრები და რის გაპროტესტებას ცდილობენ ისინი. ვიზიარებ მათ პოზიციას.

მანჩესტერი და ლივერპული არიან პრემიერ ლიგის ნათლიები და იმის ნაცვლად, რომ თანხა გონივრულად გადანაწილებულიყო ოჯახში, ამ გუნდებმა მოღალატეებივით გაქცევა მოინდომეს.

იმედი მაქვს, ისინი გაითვალისწინებენ ქომაგების აგრესიის მიზეზს და მიიღებენ გადაწყვეტილების, რომლითაც ყველა კმაყოფილი დარჩება".

შეგახსენებთ, რომ ფანების "ოლდ ტრაფორდზე" შეჭრის გამო, "წითელი ეშმაკებისა" და მერსისაიდელების შეხვედრა გაურკვეველი თარიღით გადაიდო.

რატომ არ დაიწყო მანჩესტერი - ლივერპულის მატჩი დათქმულ დროზე?

VIDEO: სრული სიგიჟე! ლივერპულთან მატჩამდე ერთი საათით ადრე, გაბრაზებული ქომაგები ოლდ ტრაფორდზე შეიჭრნენ