ავტორიზაცია

"იმედია, ინტერში დარჩება", - რატომ ალაპარაკდა ინტერის გენერალური დირექტორი კონტეს შესაძლო წასვლაზე?

"იმედია, ინტერში დარჩება", - რატომ ალაპარაკდა ინტერის გენერალური დირექტორი კონტეს შესაძლო წასვლაზე?
თარიღი 03 May 2021, 21:39

„ინტერის“ გენერალურმა დირექტორმა, ბეპე მაროტამ, გამოთქვა იმედი, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, იტალიის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, გუნდიდან წასვლას არ გადაწყვეტს.

„არანაირი გეგმა „ბ“ არ გაგვაჩნია, მხოლოდ გეგმა „ა“, იმიტომ რომ დიდი იმედი მაქვს, რომ კონტეს ციკლი „ინტერში“ გაგრძელდება.

მას გუნდთან, კლუბსა და გულშემატკივრებთან საუცხოო ურთიერთობა აქვს, ეს ყველაფერი პროგრესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

ჩვენ მთელი წინა სეზონის მანძილზე ვპროგრესირებდით, როდესაც „იუვენტუსს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამოვრჩით და ევროპა ლიგის ფინალამდე მივედით. 

წელს კი, კონტემ გუნდს თავისი საჩემპიონო პრინციპები მოახვია თავს, რაც წარმატებისთვის ფუნდამენტური აღმოჩნდა.

ანტონიო - გამარჯვებულია და ამ სეზონში არანაირი პრობლემა არ წარმოქმნილა. ის გახსნილი და პოზიტიური ადამიანია, რომელიც ყოველთვის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს.“ - აღნიშნა მაროტამ.

სეზონის მანძილზე, კონტე ხელმძღვანელობის მუშაობით უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამდა, მათ შორის - სატარნსფერო პოლიტიკით.

შეგახსენებთ, რომ „ინტერმა" იტალიის ჩემპიონობა გუშინ ოფიციალურად გაინაღდა, მას შემდეგ, რაც „ატალანტამ" თავისი მატჩი ვერ მოიგო.

იუვენტუსის 9-წლიანი ჰეგემონია დაემხო! - ინტერი იტალიის ჩემპიონია