ზივზივაძემ ფინალი ზედიზედ მეორედ წააგო - ბერიძე უნგრეთის თასის გამარჯვებულია
უნგრეთის თასის 2020/21 წლის სეზონის გამარჯვებული საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ბერიძე გახდა.
24 წლის ნახევარმცველის უიპეშტმა ფინალურ შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძის ფეჰერვარი 1-0 დაამარცხა. გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო 120 წუთი გახდა.
ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის თასზე ზედიზედ მეორე ფინალი წააგო. 27 წლის ფორვარდმა 2020 წელს გადამწყვეტი მატჩი მეზოკოვეშდის მაისურით ჰონვედთან დათმო, ახლა კი თანამემამულე ბერიძის უიპეშტთან.
ქართველებმა ორივე გუნდში სასტარტო შემადგენლობიდან ითამაშეს. ზივზივაძე 120 წუთი შეუცვლელად მატჩში იყო, ხოლო ბერიძე 113-ე წუთზე შევცალეს.
"რუსეთის მეორე ლიგა საქართველოს ჩემპიონატზე მაღალი ხარისხისაა" - ინტერვიუ ბექა ქავთარაძესთან
"მის გარეშე გუნდი უშანსოდ იქნებოდა" - უკრაინულმა მედიამ სიჭინავა შეაქო