მიქაუტაძის ტურის სიმბოლურში მოხვედრა და დაპირება: "ომი გრძელდება!"

"სერენი" და "ვაასლანდ-ბევერენი" ერთმანეთში არკვევენ იუპილერ ლიგის წევრობას, ამ გუნდების პირველი შეხვედრა დასრულდა ფრედ, 1:1.
ლიეჟური გუნდი წაგებისგან იხსნა გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც მატჩის 92-ე წუთზე "ლომების" კარი ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით აიღო.
ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა გაიმართება 8 მაისს, ქართველი თავდამსხმელი კი აღნიშნულ მატჩში ნამდვილ ომს გვპირდება:
"მეორე შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ბევერენის წინააღმდეგ გავდივართ გოლების გასატანად და მოსაგებად. ომი ჯერ კიდევ გრძელდება".
აქვე დავამატებთ, რომ "შავ-წითლების" ფორვარდი Unibet Belgium-მა ბელგიის კვირის საუკეთესო თერთმეტეულში შეიყვანა.
"გოლის აღნიშვნა 3 სტილში" - სერაინი მიქაუტაძის გოლს ეხმაურება
რატომ აკნინებენ ერთ-ერთი ბელგიური გუნდის ფანები მიქაუტაძის მიღწევებს?