ავტორიზაცია

შმეიხელი მანჩესტერის ფანებს: "იდიოტები ხართ"

შმეიხელი მანჩესტერის ფანებს: "იდიოტები ხართ"
თარიღი 04 May 2021, 13:11

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა მეკარემ, პეტერ შმეიხელმა მწვავედ გააკრიტიკა თავისი ექს-გუნდის გულშემატკივრების ის კონტინგენტი, რომელიც "ლივერპულთან" მატჩის დაწყების წინ, "ოლდ ტრაფორდზე" შევარდა:

"გულშემატკივრები, რომლებიც შევარდნენ სტადიონზე არიან ნამდვილი იდიოტები და სიმშვიდის დამრღვევები. მათ მხარს არ ვუჭერ.

მათ შორის არც იყვნენ მანჩესტერის ნამდვილი ქომაგები, რადგან დღესავით ნათელია, რომ აღნიშნული მოთხოვნა რეალობას მოკლებული იყო.

კლუბის საბაზრო ფასი არის ხუთი მილიარდი ფუნტი სტერლინგი - ვის აქვს ამდენი ფული? ძალიან ცოტას და აქედან გამომდინარე, იუნაიტედის გაყიდვა მარტივი საქმე არ არის.

გლეიზერებთან მტრობის ნაცვლად, მათთან თანამშრომლობა და შეთანხმების მიღწევა იქნება გამოსავალი", - განაცხადა დანიელმა.

VIDEO: სრული სიგიჟე! ლივერპულთან მატჩამდე ერთი საათით ადრე, გაბრაზებული ქომაგები ოლდ ტრაფორდზე შეიჭრნენ

"მანჩესტერმა და ლივერპულმა პრემიერ ლიგიდან მოღალატეებივით გაქცევა მოინდომეს", - ნევილი