რუსეთში ანტი-გმირობიდან ტურის სიმბოლურამდე ერთი ნაბიჯია - კვერკველია საუკეთესოებს შორის მოხვდა
ვოლგოგრადის "როტორის" ცენტრალური მცველი, საბა კვერკველია რუსეთის პრემიერ ლიგის გასული ტურის სიმბოლურში მოხვდა.
ქართველმა უკანახაზელმა გროზნის "ახმატთან" შეხვედრაში მიიღო 7.4 ქულა და თავის საჯარიმოში მის აქტივში 13 სასარგებლო ქმედება ფიქსირდებოდა.
ამის გარდა, მოსკოვის "ლოკომოტივის" საკუთრებაში მყოფმა ცენტრბექმა მოიგო 5/5 საჰაერო ორთაბრძოლა და 2/2 მიწაზე.
29-წლის მცველი ტურის სიმბოლურ თერთმეტეულში შეიყვანა როგორც Whoscored-მა, ისე ФНК-მაც. როგორც ვხედავთ, რუსული გუნდის 33-ე ნომერმა სანქტ-პეტერბურგის "ზენიტთან" კოშმარული მატჩის შემდეგ, რეაბილიტაცია მოახდინა.
შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-თეთრები" 21 ქულით არიან მე-14 ადგილზე და უმაღლეს დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვიან.
იური ბატურენკოს შეგირდების მთავარი კონკურენტები არიან გია გრიგალავას ტულას "არსენალი" (23 ქულა) და ჯემალ ტაბიძის "უფა" (აგრეთვე 21 ქულა).
კვერკველიას კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი
საბა კვერკველია გატანილი ავტოგოლების რაოდენობით რუსეთის პრემიერ ლიგის რეკორდსმენი გახდა