"მის გამო, მზად ვარ სიკვდილამდე ვიბრძოლო", - ლუკაკუმ თავისი პროგრესისთვის მნიშვნელოვან ადამიანზე ისაუბრა
მილანის „ინტერის“ თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ, გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ანტონიო კონტესთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
„მის გამო, მზად ვარ სიკვდილამდე ვიბრძლო. იქამდე, ჩვენი გზები არასდროს გადაკვეთილა, „ჩელსიში“ მასთან მუშაობის შესაძლებლობა არ მომცემია, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლის შემდეგ, მისი ხელმძღვანელობით განვვითარდებოდი.
ანტონიომ სიტუაცია მკვეთრად ამიხსნა: „თუ ვარჯიშებზე სათანადოდ არ იმუშავებ, მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებ.“ კარიერისთვის მნიშვნელოვანია, შეხვდე ადამიანებს, რომლებიც შენთან გულწრფელნი არიან.“ - ციტირებს ლუკაკუს სიტყვებს La Tribune.
ბელგიელი თავდამსხმელი „მან.იუნაიტედიდან“ „ინტერში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა და წელს თავის კარიერაში პირველად მოიგო იტალიის ჩემპიონატი.
"იმედია, ინტერში დარჩება", - რატომ ალაპარაკდა ინტერის გენერალური დირექტორი კონტეს შესაძლო წასვლაზე?