"შემდეგ სეზონში არ დავბრუნდები, ნაადრევი იქნება", - მოურინიოს განცხადება 3 დღის წინ

ზუსტად 3 დღის წინ, ჟოზე მოურინიომ გააკეთა განცხადება, რომ ფეხბურთში და მწვრთნელობაში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს.
„ახლა, არანაირი გეგმები არ მაქვს. ვაგრძელებ ჩვეული ცხოვრებით ცხოვრებას და მშვიდად ვარ, ახლა შვებულებაში ვიმყოფები.
უფრო მეტი დრო მაქვს, რათა შეცდომებზე ვიმუშავო და ბოლო შედეგების ანალიზი ჩავატარო. დავიცდი იქამდე, სანამ ფეხბურთში დავბრუნდები. დაველოდები კლუბს, რომელიც კულტურით შემესაბამება. ალბათ, შემდეგ სეზონში დაბრუნება ნაადრევი იქნება, ვნახოთ.“
დღეს კი, 4 მაისს, „რომამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალი სეზონიდან, გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იქნება, რომელთანაც გუნდმა კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ მწვრთნელს იტალიაში მუშაობის კარგი გამოცდილება უმაგრებს ზურგს - 2007-2009 წლებში ის „ინტერში" მუშაობდა და გუნდთან ერთად უდიდეს წარმატებებს მიაღწია, ისეთებს, როგორიცაა - სერია ა-ს მოგება (2-ჯერ) და ჩემპიონთა ლიგის თასის აწევაც.
ოფიციალურად: ახალი სეზონიდან, ჟოზე მოურინიო იტალიურ გრანდს ჩაიბარებს