ავტორიზაცია

იტალიური გამოცემა Sport Mediaset-ი ასახელებს კლუბს, სადაც რონალდუ კარიერას დაასრულებს

იტალიური გამოცემა Sport Mediaset-ი ასახელებს კლუბს, სადაც რონალდუ კარიერას დაასრულებს
თარიღი 04 მაი 2021, 21:44

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა Sport Mediaset-ი იტყობინება, "იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ზაფხულში კლუბს არ შეიცვლის.

ასე და ამგვარად, პორტუგალიელი მოქმედი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე "ბებერი ქალბატონის" რიგებში დარჩენას გეგმავს - ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

"იუვედან" წასვლის შემდეგ კი, 36 წლის სუპერვარსკვლავი ლისაბონის "სპორტინგში" დაბრუნებას და კარიერის მშობლიურ კლუბში დასრულებას აპირებს.

მოგეხსენებათ, კრიშტიანუ "სპორტინგის" აღზრდილია, სადაც იგი უმაღლეს დონეზე 2002 წლიდან 2003 წლამდე ასპარეზობდა.

ამ დროისთვის, Transfermarkt-ის ვერსიით, რონალდუს სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს.

"რონალდუსთან მაისურის გაცვლა აღარ მინდა", - მოთამაშე, რომელიც პორტუგალიელმა დააიგნორა