ავტორიზაცია

"რონალდუსთან მაისურის გაცვლა აღარ მინდა", - მოთამაშე, რომელიც პორტუგალიელმა დააიგნორა

"რონალდუსთან მაისურის გაცვლა აღარ მინდა", - მოთამაშე, რომელიც პორტუგალიელმა დააიგნორა
თარიღი 03 მაი 2021, 15:42

"კროტონეს" თავდამსხმელმა, სიმონე ნვანკვომ განაცხადა, რომ ტურინის "იუვენტუსის" ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ ის დააიგნორა:

"რონალდუსთან მაისურის გაცვლა აღარ მინდა, რადგან მან დამაიგნორა და თავისი ჯერსი მისცა თანამემამულე პერეირას და არა მე.

პორტუგალიელი თავდამსხმელის შესახებ აღარ ვფიქრობ, რადგან ახლა ჩემი მიზანი მესის და ლევანდოვსკის მაისურების მოპოვებაა".

"ბებერი ქალბატონისა" და "ზვიგენების" შეხვედრა გაიმართა 22 თებერვალს, გამარჯვებულები სერია ა-ს ექს-ჩემპიონები გამოვიდნენ (3:0).

რაც შეეხება "ბიანკონერის" ლიდერს, მან გაიფორმა დუბლი და ერთი გოლი "როსობლუს" კარში უესტონ მაკენიმაც გაიტანა.

რონალდუს უბრალოდ კატასტროფული სტატისტიკა ჯარიმებში - რამდენი დარტყმა გააფუჭა პორტუგალიელმა?

ჭირშიც ერთად - მესი გამოუყენებელი პენალტების მაჩვენებლით რონალდუს დაეწია