ჭირშიც ერთად - მესი გამოუყენებელი პენალტების მაჩვენებლით რონალდუს დაეწია

როგორც მოგეხსენებათ, "ვალენსიასა" და "ბარსელონას" შეხვედრაში სტუმართა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ პენალტი ვერ გამოიყენა.
მატჩისშემდგომი 11-მეტრიანების ჩათვლით, არგენტინელ შემტევს საერთო ჯამში 29 გაფუჭებული პენალტი დაუგროვდა.
ლეო ამ კომპონენტში დაეწია კრიშტიანუ რონალდუს, რომლის ანგარიშზე საერთო ჯამში აგრეთვე 29 გამოუყენებელი 11-მეტრიანი ფიქსირდება.
ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ კატალონიელთა ლიდერი ნიშნულთან მისულა 132-ჯერ, პორტუგალიელი თავდამსხმელი კი 170-ჯერ.
რაც შეეხება დადებით ბალანსს, სამხრეთ ამერიკელ ფორვარდს გატანილი აქვს 103 პენალტი, ტურინის "იუვენტუსის" ბომბარდირს კი 141.
საიუბილეო გასროლა - რამდენი ჯარიმა აქვს გატანილი მესის ბარსელონას მაისურით?
რონალდუს დუბლი 6 წუთში და ქამბექი - იუვენტუსმა უდინეზეს უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო