ავტორიზაცია

რონალდუს უბრალოდ კატასტროფული სტატისტიკა ჯარიმებში - რამდენი დარტყმა გააფუჭა პორტუგალიელმა?

რონალდუს უბრალოდ კატასტროფული სტატისტიკა ჯარიმებში - რამდენი დარტყმა გააფუჭა პორტუგალიელმა?
თარიღი 03 May 2021, 12:11

მართალია, "უდინეზესა" და ტურინის "იუვენტუსის" შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუ თავის გუნდს მოევლინა გადამრჩენელად, რომელმაც გაიტანა ორი გოლი, მაგრამ მის ანგარიშზე ერთი ანტი-რეკორდი მაინც დაფიქსირდა.

საქმე ისაა, რომ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა არაზუსტად შეასრულა მორიგი ჯარიმა, ჯამში რიგით 69-ე "ბებერი ქალბატონის" რიგებში.

47 შემთხვევაში "ბიანკონერის" ლიდერის დარტყმული მოხვდა ცოცხალ კედელს, 22-ჯერ დარტყმა იყო არაზუსტი და მხოლოდ ერთხელ დარტყმა ზუსტი გამოდგა.

"ალიანცის" ბინადრების შვიდიანის ერთადერთი გოლი ჯარიმიდან თარიღდება 2020 წლის ივლისით, დერბიში მეზობელ "ტორინოსთან".

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსში" გადმოსვლის შემდეგ, პირენეელმა ფორვარდმა ჩაატარა 129 შეხვედრა და გაიტანა 99 გოლი.

ჭირშიც ერთად - მესი გამოუყენებელი პენალტების მაჩვენებლით რონალდუს დაეწია

რონალდუს დუბლი 6 წუთში და ქამბექი - იუვენტუსმა უდინეზეს უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო