"გამარჯვებისთვის შესანიშნავი მწვრთნელი საკმარისი არ არის", - კაპელო მოურინიოს ახალ გუნდში დანიშვნას გამოეხმაურა

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა, ფაბიო კაპელომ "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს დანიშვნაზე განცხადება გააკეთა.
"გამარჯვებისთვის შესანიშნავი მწვრთნელი საკმარისი არ არის. ფეხბურთელებიცაა საჭირო. მოურინიო ძალიან ავტორიტეტული და გამოცდილი სპეციალისტია. და რაც მთავარია, კარგად იცნობს იტალიურ ფეხბურთს, ასე რომ გაუადვილდება".
"რომა" რთული გუნდია, მაგრამ ჟოზე თავს ყველაზე უკეთესად რთულ სიტუაციებში იჩენს. ვისურვებდი, სამუშაოს ისე კარგად გაუმკლავდეს, როგორც "ინტერში", - ციტირებს კაპელოს სიტყვებს Football Italia.
4 მაისს "რომამ" დაადასტურა, რომ მომავალი სეზონიდან გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახდება, რომელიც თანამდებობაზე პაულო ფონსეკას ჩაანაცვლებს. კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.
მოგეხსენებათ, "განსაკუთრებული" ბოლოს "ტოტენჰემს" ედგა სათავეში. აგრეთვე, კარიერის მანძილზე მას "მანჩესტერ იუნაიტედში", "რეალში", "ინტერში", "ჩელსიში", "პორტუსა" და სხვა კლუბებში უმუშავია.
"ჩვენი ამბიციები დაემთხვა", - ჟოზე მოურინიოს პირველი კომენტარი ახალ გუნდში დანიშვნის შემდეგ