"ჩვენი ამბიციები დაემთხვა", - ჟოზე მოურინიოს პირველი კომენტარი ახალ გუნდში დანიშვნის შემდეგ

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ახალი სეზონიდან, ჟოზე მოურინიო „რომას“ ჩაიბარებს.
პორტუგალიელმა იტალიურ გუნდში დანიშვნის გაოფიციალურების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა.
„მადლობას ვუხდი ფრიდკინის ოჯახს (რომას მფლობელები - ავტ.) იმისთვის, რომ ამ კლუბის მწვრთნელად მე ამირჩიეს და მომცეს შესაძლებლობა, მათი გეგმების ნაწილი გავხდე.
მფლობელებთან და გენ.დირექტორ ტიაგუ პინტუსთან შეხვედრის შემდეგ, „რომას“ ამბიციები“ მალევე გავიაზრე. ეს იგივე მიზნები და ამბიციებია, რომლებიც მე მაძლევდა მუდმივად მოტივაციას და რომლითაც, უახლოეს წლებში წარმატებული პროექტის აშენებას ვაპირებთ.
„რომას“ ქომაგების წარმოუდგენელმა ვნებამ დამარწმუნა ამ საქმეზე დათანხმება და მოუთმენლად ველოდები ახალი სეზონის დაწყებას. ამავდროულად, პაულუ ფონსეკას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.“ - აღნიშნა მოურინიომ.
"შემდეგ სეზონში არ დავბრუნდები, ნაადრევი იქნება", - მოურინიოს განცხადება 3 დღის წინ
ოფიციალურად: ახალი სეზონიდან, ჟოზე მოურინიო იტალიურ გრანდს ჩაიბარებს