ავტორიზაცია

ცნობილი გახდა, თუ რა თანხას გამოიმუშავებს მოურინიო ახალ გუნდში ხელფასის სახით

ცნობილი გახდა, თუ რა თანხას გამოიმუშავებს მოურინიო ახალ გუნდში ხელფასის სახით
თარიღი 04 May 2021, 23:01

"რომას" ახალი მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო რომაულ გუნდში თავის პირველ სეზონში ბონუსების გარეშე 16 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, იუწყება ჯანლუკა დი მარციო.

ცნობილი იტალიელი სპეციალისტის თანახმად, ახალ გუნდში 58 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ხელფასის სახით 7,5 მილიონს მიიღებს, დარჩენილ თანხას კი (დაახლოებით 9 მილიონს) "ტოტენჰემი" გადაიხდის.

დღეს, 4 მაისს, ცნობილი გახდა, რომ "განსაკუთრებულმა" რომასთან" კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2024 წლის 30 ივნისამდე იქნება გათვლილი. მუშაობას ჟოზე 2021/22 წლების სეზონიდან დაიწყებს.

აქამდე, პორტუგალიელი სპეციალისტი "ტოტენჰემს" ედგა სათავეში, საიდანაც 19 აპრილს გაათავისუფლეს. ინგლისურ გუნდში მოურინიო 2019 წლის ნოემბრიდან მუშაობდა.

კარიერის მანძილზე ჟოზეს "მანჩესტერ იუნაიტედი", "რეალი", "ინტერი", "ჩელსი", "პორტუ" და სხვა გუნდებიც გაუწვრთნია.

"გამარჯვებისთვის შესანიშნავი მწვრთნელი საკმარისი არ არის", - კაპელო მოურინიოს ახალ გუნდში დანიშვნას გამოეხმაურა