უკანასკნელად როდის ითამაშა პეპ გვარდიოლას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში?
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის ეგიდით, "მანჩესტერ სიტიმ" "ეტიჰადზე" "პსჟ" უშანსოდ დაამარცხა - 2:0.
ორი მატჩის ჯამში "ქალაქელებმა" პარიზელებს ანგარიშით 4:1 მოუგეს და ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში ისტორიაში პირველად გავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ "სიტის" მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას გუნდი 10-წლიანი პაუზის შემდეგ ჩლ-ის ფინალში პირველად ითამაშებს.
უკანასკნელად 50 წლის ესპანელი სპეციალისტი ფინალში 2011 წელს გავიდა, როცა "ბარსელონას" ედგა სათავეში და გადამწყვეტ შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა - 3:1.
მას შემდეგ, გვარდიოლა წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის არათუ მოგებას, არამედ ფინალში გასვლასაც კი - ჯერ "ბაიერნის", ხოლო შემდეგ "სიტის" თავკაცის რანგში.
ისტორიაში პირველად! - მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია