ავტორიზაცია

მესი თუ რონალდუ? - პოგბამ არჩევანი გააკეთა

მესი თუ რონალდუ? - პოგბამ არჩევანი გააკეთა
თარიღი 05 მაი 2021, 11:35

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის არჩევანი გააკეთა:

"მესი თუ რონალდუ? ეს არის კარგი, თუმცა საკმაოდ მზაკვრული კითხვა. არ აქვს მნიშვნელობა ვის მხარეს ვიხრები მე, ისინი ორივე საუკეთესოები არიან.

არგენტინელი და პორტუგალიელი თავდამსხმელები არიან ლეგენდები და ჩემი აზრით, საერთო ჯამში ისინი თანაბრად დგანან.

ლეომ და კრიშტიანუმ გვაჩუქეს ფეხბურთით სიამოვნება, შთაგონება და მოტივაცია", - განაცხადა ფრანგმა ფლეიმეიქერმა.

შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკების" ჰავბეკის სახელს უკავშირებდნენ მადრიდის "რეალსა" და ტურინი "იუვენტუსს", თუმა ის უდიდესი ალბათობით არსად წავა.

რონალდუს და მესის გარეშე - ევროპის ტოპ ჩემპიონატების 8 ფეხბურთელი, რომელსაც 10+ გოლი და 10+ საგოლე გადაცემა აქვს გაფორმებული

იტალიური გამოცემა Sport Mediaset-ი ასახელებს კლუბს, სადაც რონალდუ კარიერას დაასრულებს