ავტორიზაცია

პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ, ბარსელონა ნეიმარის ტრანსფერზე ისევ ამუშავდა - რა თანხებზეა საუბარი რეალურად?

პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ, ბარსელონა ნეიმარის ტრანსფერზე ისევ ამუშავდა - რა თანხებზეა საუბარი რეალურად?
თარიღი 05 მაი 2021, 17:49

მას შემდეგ, რაც „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა, „ბარსელონა“ ნეიმარის გადაბირებით ისევ დაინტერესდა.

AS-ის ინფორმაციით, ჟოან ლაპორტა ბრაზილიელი შემტევის გადაბირების გზებს ეძებს. ის ფიქრობს, რომ ნეიმარის შეძენა მის გუნდს სამმაგ სარგებელს მოუტანს.

პირველ რიგში, ეს „ბარსას“, როგორც ბრენდის ფასს აწევს, მეორე - ეს გუნდის ზოგად დონეს აამაღლებს და მესამე - მესის გვერდში ეყოლება ძლიერი პარტნიორი, რომელთან ერთად თამაშზეც ის 2017 წლიდან ფიქრობს, ანუ მას შემდეგ, რაც ნეიმარი „პსჟ-ში“ გადავიდა.

პირველადი ვარაუდით, ეს ტრანსფერი „ბარსას“ დაახლოებით 100 მილიონი ევრო დაუჯდება. ნეიმარის კონტრაქტი ფრანგულ გუნდთან 2022 წელს იწურება და ჯერჯერობით, გახანგრძლივებული არ არის.

როგორც ირკვევა, ლაპორტა ფეხბურთელის ერთ-ერთ წარმომადგენელს, პინი ზაჰავის ჯერ კიდევ პრეზიდენტად არჩევამდე შეხვდა და პირველი, რაზეც ესაუბრა - სწორედ ნეიმარის დაბრუნებაა. ამჟამად, ბრაზილიელი პარიზში თავს იმაზე უკეთ გრძნობს, ვიდრე ადრე, მაგრამ „ბარსაში“ დაბრუნება და მესისთან კვლავ გაერთიანება მაინც მომხიბვლელი იდეაა მისთვის.

"იმედი მქონდა, რომ რამეს გააკეთებდა, ის კი უბრალოდ ბევრს ლაპარაკობდა", - კაპელო ნეიმარზე